ნუცუბიძეზე მცხოვრები დევნილები ფართების დაკანონებას ითხოვენ

დევნილთა 54 ოჯახი ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, ე.წ. “თბილბინრიმმშენის” კორპუსში მცხოვრებლები ფართების დაკანონებას ითხოვენ. შესაბამისი მიმართვა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა ასოციაციამ “მშვიდობისთვის” უკვე გაუზავნა.
საცხოვრებელის დაკანონების გარდა ისინი მიშენებებს, სახურავის შეკეთებასა და შენობაში გაზის შეყვანას ითხოვენ.
დევნილები ამბობენ, რომ ყოფილი მინისტრისგან ამის შესახებ მათ სიტყვიერი დაპირება მიიღეს, თუმცა დღემდე არაფერი გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები