პატრიარქი: ადამიანი სუსტია, რადგან ძალიან ადვილად ვარდება ცოდვაში
ადამიანი სუსტია, რადგან ძალიან ადვილად ვარდება ცოდვაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესის თქმით, მეორეს მხრივს ადამიანი ძლიერია, რადგან ის არის ხატება და მსგავსი ღვთისა.
“ადამიანი ერთი მხრივ ძლიერია, ის არის ხატება და მსგავსი ღვთისა. მეორე მხრივ, ადამიანი სუსტია, რადგან ძალიან ადვილად ვარდება ცოდვაში. ამიტომ, რთულია ადამიანის ცხოვრება”, – აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ცოდვა ჯაჭვივით არის – ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა.შ.
“ამ ჯაჭვის დასასრული დიდხანს არ ჩანს ხოლმე. ამიტომ საჭიროა უფლის დახმარება, ძალა და მადლი. მოგვიახლოვდა აღდგომის დღესასწაული და ჩვენ შევთხოვთ, რომ წმინდად წარვსდგეთ ღვთის წინაშე”, – ბრძანა ილია მეორემ.