როგორი ამინდებია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, ხვალ საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით კახეთსა და თბილისში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში კი ძლიერი ქარია მოსალოდნელი. “უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი და ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, 30-31 მარტს დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალ კახეთსა და თბილისში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაეცემა. მომდევნო დღეებში კი, ტემპერატურა შედარებით მოიმატებს“, – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები