მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს. წმიდა მარიამ ეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა.
მარიამი ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით ცხოვრობდა. შემდეგ ღვთის განგებით მოექცა და ცოდვების მოსანანიებლად მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში გაატარა, სადაც აღესრულა კიდევ. დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის შაბათს, ასევე, ლაზარეს შაბათი აღინიშნება. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამ დღეს მორწმუნეებს თევზის მიღება შეეძლებათ. დიდმარხვის მე-6 კვირას ბზობის დღესასწაული აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან და ბზის კურთხევა აღესრულება.
ამ დღეს ეკლესია უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. სახარების მიხედვით, იერუსალიმში დიდებით შემავალ უფალს ზეთისხილის რტოებსა და ტანსაცმელს უფენდნენ, შეძახილით: “ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!”. ბზობის დღესასწაულს მარხვა ხსნილია თევზით. დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები