ლადო სადღობელაშვილი: 12 აპრილისთვის ირაკლი ვაჭარაძე პროვოკაციის მოწყობას აპირებს
ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი გამოეხმაურა გადაცემა „რეაქციაში “ არქიმანდრიტ ანთიმოზ ბიჩიკაშვილის გუშინდელ განცხადებებს, რომელიც ეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოში სექსუალური უმცირესობების პროპაგანდასა და უფლებათა დამცველი ირაკლი ვაჭარაძის ავბედით საქმიანობას.
„რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა უცხოელი ჟურნალისტი, რომლემაც საუბარში მიმახვედრა, რომ 12 აპრილისთვის, ბნ. ვაჭარაძე აპირებს საშობაო ეპისტოლის მსგავსი პროვოკაციის მოწყობას, სააღდგომო თემატიკაზე. ეტყობა გრანტიჭამიებს ფული შეამოაკლდათ და ახლა ყველანაირად ეცდებიან ახალი პროვოკაციის მოწყობას. არ დამავიწყდება, რომ ვაჭარაძე 2014 წლის მიწურულს თავდაცვის სამინისტროსთან „ნაციონალების“ მოწყობილ აქციაში აქტიურად მონაწილეობდა და ამვდროულად ახდენდა ახალგაზრდების დეგრადირებას, სექსუალური ორიენტაციის თვალსაზრისით.
ამიტომაც ვიზიარებთ მამა ანთიმოზის შეხედულებას , რომ არ შეიძლება მოხდეს სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა და პოპულარიზაცია, თუმცა ვთვლით, რომ საზოგადოების ამ ნაწილსაც აქვს უფლებები, იყვნენ სრულფასოვანი მოქალაქეები და წევრები საზოგადოებისა,მაგრამ არა მათი სექსუალური მიდრეკილებების პროპაგანდის ხარჯზე.
მინდა მივმართო ირაკლი ვაჭარაძეს, ნუ ეცდები “ქარის დათესვას”, აღარ გვაინტერესებ, არ გამოგივა, წავიდა შენი მანგუსტა ბიცოლას დრო და შენი ლიმიტიც ამოწურულია,”- აცხადებს სადღობელაშვილი.