ორგანიზაცია “კავკასიონის სინერგია” საზოგადოებას ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის დახმარებას სთხოვს
ორგანიზაცია “კავკასიონის სინერგია” საზოგადოებას ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის დახმარებას სთხოვს, -ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ფსიქოლოგმა ლიკა ბებურიძემ განმარტა, ორგანიზაცია 2011 წლიდან ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას ახორციელებს, თუმცა დღეს არანაირი სახსრები და საოფისე ფართიც კი არ გააჩნიათ.
„გთხოვთ ყველას, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაგვეხმაროთ ფინანსურად, რათა აღარ გვქონდეს ოფისის გადასახადის, კომუნალურებისა და სავალდებულო აუცილებელი ხარჯების დაფარვის საშუალება. ოფისის გარეშე ვართ დარჩენილნი. განსაკუთრებით ვთხოვ ჩვენს სახელმწიფოს, საჯარო მოხელეებს, ბიზნესმენებს, საქართველოდან წასულ ემიგრანტებს, მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ყველაზე მთავარი – ბავშვების ჯანმრთელობა, დანგრეული ფსიქიკის, გახშირებული სუიციდის მცდელობების პრევენციები და ფასეულობების, ღირებულებების, თვითდამკვიდრების პერიოდში მათი ხელშეწყობა! მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებს, ვისაც გსურთ და შეგიძლიათ, რომ გვიშველოთ. ორგანიზაცია გეგმავს (უკვე გვაქვს მინი, საპილოტე განხორციელებული პროექტი) უახლოეს თვეებში გვქონდეს დღის პანსიონი, სინერგიის სახლი, სადაც ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოკულისტი, პედიატრი, მასაჟისტი, სტომატოლოგი, სოციოლოგი და სხვა გაუწევენ ყოველ 10 დღეში (ბანაკის ტიპის მომსახურეობა) 15 და მეტ მოზარდს, სამედიცინო ჯგუფის კონსულტაციებს, ექნებათ ორჯერადი ნანატრი კვება (ბავშვები გვიხატავენ და გვიწერენ სურვილებს). აგრეთვე, ექსკურსიები და მეცნიერთა თუ საზოგადო მოღვაწე მწერალთაგან, საინტერესო და სასარგებლო ლექციები, ვატარებთ სათევზაოდ და ყოველ დილა – საღამოს ექნებათ ფსიქოსაჯანმრთელო ვარჯიშები! GE63BG0000000346191900 ორგანიზაციის მიმღების ანგარიშია ნებისმიერი ბანკიდან!“- აღნიშნეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ორგანიზაციის მიერ უხელფასოდ და უგრანტოდ განხორციელებული პროექტების მოკლე სია ასე გამოიყურება: “ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერებას”! ; “ერთი სათამაშო და ერთი კანფეტი ყველა ბავშვს”; ” მშობელის, მოზარდის და პედაგოგის ურთიერთიერთობის დათბობა!”; ” ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი!?” ;”სემინარები პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში “; “სემინარები კინოს სახლში”; “საშობაო დღესასწაულები 1,2,3,4 წელი)”; ” არტთერაპიები ომში დაზარალებულებისთვის”; ” მე წარმატებული და ჯანმრთელი ვარ”; “საზაფხულო სერვისები სტომატოლოგებთან და პედიატრებთან”; “სააღდგომო დღესასწაულები ბავშვებს”; “ალკოჰოლზე დამოკიდებული და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ადამიანების თერაპია”; “დაჩაგრულები”; “ჩემი მშვენიერი გიორგობისთვე 1, 2, 3, 4..(4 წელი); “არტთერაპია ყველა ტოტალიზატორზე, ნარკოტიკებზე და სიგარეტზე დამოკიდებული მოზარდისთვის”; “ბავშვთა საერთაშორისო დღესასწაული 1 ივნისი (1,2,3,4); საზაფხულო თერაპიები და ექსკურსიები კახეთში, ქართლში, ბუნებაში, თბილისის პარკებში (მუშტაეიდი, ვერის პარკი, რიყე, მთაწმინდა…”ბომბორაზე” და სხვა).