გიორგი მღებრიშვილი და პაატა ბურჭულაძე სასჯელაღსრულების N12 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდნენ

სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ეწვივნენ.
მსოფლიო ბანი მსჯავრდებულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ თაოსნობით მახათის მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე ესაუბრა და მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარუდგინა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა პაატა ბურჭულაძეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების ერთობითა და კეთილი ნებით ტაძრის მშენებლობა მალე დასრულდება.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილი მსჯავრდებულებს პირისპირ გაესაუბრა, მათი პრობლემებით დაინტერესდა და შეკითხვებს უპასუხა.
მახათის მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრი, ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი და ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრი განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები