არქიმანდრიტი ანთიმოზი ორგანიზაციას “17 მაისი” აყალიბებს

 არქიმანდრიტი ანთიმოზ (ბიჩინაშვილი), რომელიც რამდენიმე დღის წინ პენსიაზე გავიდა, აპოლიტიკურ ორგანიზაციას აყალიბებს. როგორც მან ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა, ორგანიზაციის სახელწოდება “17 მაისი“ იქნება. “მე მინდა შევქმნა ორგანიზაცია “17 მაისი“ დედა ახალი გარდაცვლილი მყავს, ქალბატონი მედეა, ის სწორედ 17 მაისს დაიბადა, სწორედ დედ-მამის საპატივცემულოდ შევქმნი ამ მოძრაობას. ეს იქნება აპოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს უბრალოდ იქნება ორგანიზაცია, რომელიც დაუპირისპირდება იმ ძალებს, რომლებიც საქართველოში ანტიქრისტიანულ იდეოლოგიას ავრცელებენ“, – აღნიშნა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები