თებერვალში, შარშანდელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობამ 0, 8 %-ით მოიმატა

   შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა გასული თვის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის თებერვალი 294 043 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 0.8 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 613 542 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,3%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება ასეთია: ა) ტურისტი – 230 696 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,6%); ბ) ტრანზიტი – 100 921 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 38%); გ) სხვა – 281 925 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 46%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან – 4%). 2014 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-24,7%), აზერბაიჯანიდან (+20,6%), სომხეთიდან (+16%), რუსეთიდან (+31%), უკრაინიდან (+48,4%) და ირანიდან (-36%) განხორციელდა.
ასევე, დადებითი ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან (ჯამური +17%), საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–თებერვალშიც გამოირჩნენ: პოლონეთი, ლიტვა, იტალია და ლატვია (შესაბამისად, 145%, 24%, 22%, და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (20%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის მოქალაქეები 51%–იანი მატებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები