კახა კალაძე ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებას წელს არ ვარაუდობს

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებამდე მოსამზადებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. მისი განცხადებით, პროექტი ძალიან მსხვილია და მის განხორციელებას დრო სჭირდება. ამასთან, მინისტრის თქმით, ჰესის მშენბლობა, სავარაუდოდ, წელს არ დაიწყება.
“ეს არის ძალიან მსხვილი პროექტი და გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება მომზადდეს სათანადოდ, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია. ეს პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე. იქნება შეხვედრები ექსპერტებთან, თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროში, მოსახლეობასთან. რაც შეეხება მშენებლობას, გამიჭირდება საუბარი, რომ ეს წელს მოხდება, მაგრამ დაიწყება, როცა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები გატარდება”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები