ირაკლი ალასანია „კაბელების საქმეზე“ – პროკურატურას არ აქვს არანაირი მტკიცებულებები

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მთავარ პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.
“პროკურატურას არ აქვს არანაირი მტკიცებულება, ვერ ადგენენ ბრალს, ვერ ადგენენ მტკიცებულებებს. აქედან გამომდინარე, გადასულები არიან, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებები დაარღვიონ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთ ექსპერტზე ზეწოლის მიზეზი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე დადგინდება. დე ფაქტო პრემიერი ივანიშვილი პრაქტიკულად მართავს სამართალდამცავ-სადაზვერვო სტრუქტურებს იმისთვის, რომ მან განახორციელოს პოლიტიკური ზეწოლა ოპონენტებზე. ეს კი ცუდად მოუბრუნდა წინა ხელისუფლებას”,- განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია „კაბელების საქმეზე“ პროკურატურას არ დაუკითხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები