შიდა ქართლის გუბერნატორი “თრიალეთის“ ჟურნალისტის ბრალდებებს პასუხობს

ტელეკომპანია “თრიალეთის“ ჟურნალისტის მიერ პრემიერთან დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ შიდა ქართლის გუბერნატორი კორუფციულ საქამიანობას ეწევა, “კვირასთან“ განმარტებას თავად შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი აკეთებს.
რუსიშვილი ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი თქმით, ატენის ხეობაში მდებარე სახლი, რომლის თაობაზეც დღეს “თრიალეთის“ ჟურნალისტმა ისაუბრა, კანონიერად, წინაპრებისგან ერგო.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ რუსიშვილთან დაკავშირებით პრემიერს შეკითხვა ტელეკომპანია “თრიალეთის” ჟურნალისტმა დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი. ჟურნალისტის მტკიცებით, ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისურვებდა, რომ გუბერნატორმა “ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო“ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები