ირაკლი ღარიბაშვილი: ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საკითხი პროკურატურის საქმეა, მას მიმართეთ შეკითხვით

საქართველოს პრემიერ-მინისტრს „ჰოლიდეი ინში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოქალაქე მერაბ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ბინის შესახებ ჰკითხა. ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნულ ბინაში სააკაშვილის ბრძანებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მომსამართლე პაპუაშვილი ცხოვრობს. მისივე თქმით, პაპუაშვილს 7-სულიანი ოჯახისთვის ჩამორთმეული ქონება ყოფილი ხელისუფლებისგან სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა.
პრემიერის განცხადებით, ეს გამოძიებისა და პროკურატურის პრეროგატივაა.
„თუ მთავარი პროკურატურა  დაინტერესდება, მოახდენს რეაგირებას. არ ვიცი, ვის რა ჩამოერთვა და როგორ გადაეცა. ეს გამოძიების საგანია და ამაზე კომენტარი პროკურატურამ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები