„ჩვენ ყველა მოქალაქეს ვიცავთ და დავიცავთ მომავალშიც“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ლგბტ უფლებადამცველებს ექნებათ თუ არა საშუალება, ეს დღე აღნიშნონ ისე, რომ მათ რაიმე საფრთხე არ დაემუქროთ, პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოში ხელისუფლება ყველა მოქალაქეს იცავს.
„ჩვენ ყველა მოქალაქეს ვიცავთ და დავიცავთ მომავალშიც. მე არ ვთვლი, რომ ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ვდგავართ და განსაკუთრებული აჟიოტაჟის ატეხვა არის საჭირო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები