ირაკლი ღარიბაშვილი: „20/30“ ძალიან საინტერესო გადაცემაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „20/30″ ძალიან საინტერესოა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ გადაცემაში ობიექტურად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუკი მსგავსი ტიპის გადაცემებს სხვა ტელეკომპანიებიც გააკეთებენ.
„რა თქმა უნდა, ვუყურებ „20/30″-ს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის შეფასებები, მისი მოსაზრებები. განსაკუთრებით კვირა დღეს ვუყურებ ამ გადაცემას და ძალიან საინტერესოა. იქ ძალიან კარგად განმარტავენ მთავრობის საქმიანობას, მუშაობას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. იქ იქნება კრიტიკაც, იქნება ჯანსაღი და ობიექტური შეფასებაც. ეს ნორმალურია. თუ სხვებიც გააკეთებენ მსგავს გადაცემას, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები