„თურმე რაღაც ბატუტებს ვყიდულობ და მფრინავი ოთახები მაქვს დაქირავებული“

ჩემზე წერენ, თითქოს ბატუტების ყიდვით ვარ დაკავებული და მფრინავი ოთახები მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის შეურაცხყოფა და უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
“2-3 წლის განმავლობაში აღვირახსნილი კამპანია აწარმოეს ჩემს მიმართ. დაიჭირეს ჩემი ოჯახის წევრი, რომელსაც ვერაფერი აღმოუჩინა დანაშაულებრივმა ბანდამ. მე არაფერი მაქვს დასამალი. ყველას აქვს თავისი ცხოვრება. ვისაც ჩემი ცხოვრების წესი აინტერესებს, შეუძლია, ყველაფერი გაარკვიოს ჩემს ირგვლივ. მომისმენია უფრო უარესი ბრალდებები ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ხშირად მიფიქრია, უნდა გავცე თუ არა პასუხი. თურმე რაღაც ბატუტებს ვყიდულობ და მფრინავი ოთახები მაქვს დაქირავებული. ეს არის შეურაცხყოფა, უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები