პრემიერ-მინისტრი: პოლიციის მიმართ ნდობა აღვადგინეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რაც პოლიციაში განხორციელდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალი მთავრობის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ პოლიციის მიმართ ნდობა აღდგა.
„პოლიციაში მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ნდობა აღვადგინეთ პოლიციის მიმართ. ასევე ავაშენეთ და რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ 100-ზე მეტ ობიექტს. ძალიან ეფექტური ანტინარკოტიკული კამპანია დაგეგმა შსს-მ, რისი შედეგებიც დაფიქსირდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ბოლო მონაცემებით, კუსტარული ნარკოტიკების გამოყენება საქართველოში შემცირებულია 90%-ით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.