ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილ ოჯახებზე სახელმწიფომ 15 მილიონი ლარის ოდენობის თანხა დახარჯა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღრიბაშვილის განცხადებით, დევნილ ოჯახზე 15 მილიონი ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯა, ამასთან, 30 ათასამდე ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები.
“დევნილების მიმართულებით გვაქვს საკმაოდ საგრძნობი პროგრესი, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. უამრავი პრობლემა დაგროვდა დევნილებისთვის. ჩვენ 29479 დევნილ ოჯახს სოფლად სახლის პროექტში გადავეცით საცხოვრებელი ფართები. ასევე სოციალური პაკეტის ფარგლებში 46500 ათას დევნილ ოჯახს გაეწია 15 მილიონი ლარის ოდენობის დახმარება. საცხოვრებელი ფართებით არის უზრუნველყოფილი 90 ეკომიგრანტი და 1200 ეკომიგრანტს უნანონდება საცხოვრებელი სახლი. დევნილთა სამინისტრო 550- ზე მეტ შეჩერებულ და დაუსრულებელ საცხოვრებლ ფართს შეისყიდის მენაშენეებისგან, დააფინანსებს და გადასცემს მათ. ასევე მინდა გითხრათ, თბილისში ცნობილ ახალ უბანში, რომელიც შენდება ჩინელი ინვესტორების მიერ, ჩვენ შევიძინეთ 8 კორპუსი და წელს დამატებით ვგეგმავთ, 9-ის შეძენას და ამ დასახლებაში მთლიანად ჩვენს დევნილებს დავასახლებთ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები