გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტებს სწავლის საფასური დაუფინანსდებათ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც „კვირას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს ინფორმაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სამინისტროების მიერ 2013 წელს განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე და ამ სოფლებში 2014 წლისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მეხუთე თვეა, აქტიურად მუშაობს. კომისია მუშაობს შიდა ქართლის, სამეგრელოს, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მხარეებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების პრობლემატიკის შესწავლასა და მის მოგვარებაზე. სხვა საკითხებთან ერთად, კომისია, ასევე, მუშაობს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა დადგენისა და ქონების რეგისტრაციის მიმართულებით. კომისიის გადაწყვეტილებით, ზამთრის პერიოდში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ 11 440 ოჯახისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო თანხა და თითოულ ოჯახს გადაეცა 200 ლარი. 200-ლარიანი დახმარება საერთო ჯამში დარიგდა 50 სოფელში. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტებს, რომლებიც ჩარიცხული არიან აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, დაუფინანსდათ 2013-2014 სასწავლო წლის სწავლის საფასური. საერთო ჯამში დაფინანსდა 236 სტუდენტი, აქედან 225 ბაკალავრი და 11 მაგისტრანტი. კომისიის გადაწყვეტილებით, ამჟამად გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში (კოშკა, ზარდიაანთკარი, გუგუტიანთკარი და დიდი ხურვალეთი) უკვე მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილები. გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტში, სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ნაწილობრივი რეაბილიტირაცია ჩაუტარდა ტირიფონის მაგისტრალური არხს. კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაზიფიკაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს მთავრობამ უკვე გამოყო საჭირო თანხები საპროექტო სამუშაოების განსახორციელებლად, რის დასრულების შემდეგაც დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ყველა სოფლის მოსახლეს მიეწოდება გაზი. ამჟამად უკვე მიმდინარეობს საგაზიფიკაციო სამუშაოები. მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, 13 სოფელში მიმდინარეობს ამბულატორიების მოწყობა. შეკეთდა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ერთმანეთთან ან მუნიციპალურ ცენტრთან აკავშირებს; კომისიამ ინტენსიურად აწარმოა შეხვედრები და მოლაპარაკებები დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების თაობაზე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც UNHჩღ-მა ფულადი დახმარება (500 ლარი ბენეფიციარზე) გაუწია 1344 ოჯახს. რაც შეეხება დაგეგმილი ღონისძიებებს, კომისია განიხილავს დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების დამატებით დაფინანსების საკითხს. კომისიის გადაწყვეტილებით, წყალმომარაგებ
ის გასაუმჯობესებლად იგეგმება დამატებით 6 სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის მოწესრიგება ზაფხულის პერიოდისთვის. იგეგმება ასევე 5 სოფელში დამატებით სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა. გაგრძელდება სალთვისი-ტირიფონის კაშხლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ხვნის პროცესი; კომისია მუშაობს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები