კახა კალაძე: კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, მივა თუ არა მთავრობა 31 მარტს პარლამენტში
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახი კალაძის თქმით, უახლოეს დღეებში, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, მივა თუ არა მთავრობა 31 მარტს პარლამენტში. “ვიმსჯელებთ გუნდში და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, დავესწრებით თუ არა. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დასწრების აუცილებლობა არ არის, თუმცა თუ მთავრობა დაესწრება, მე პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ“, – განაცხადა კახი კალაძემ.