შსს-მ ე.წ. “ბიო” ამოიღო (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ფელიქს მ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 31 ფირფიტა ე.წ. „ბიო“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 2,2755 გრ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება ფენეთილამინის ქიმიურ ნაერთთა კლასს შეიცავს.
გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები