გიორგი ძაძამიამ ზუგდიდში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი – გიორგი ძაძამია ზუგდიდში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს ეწვია, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს.

საახალწლო ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს კოორდინაციით, საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები