არსენი იაცენიუკი რუსეთს ჰააგაში უჩივის
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განსორციელებული აგრესიის საკითხზე ჰააგის ტრიბუნალში განცხადების გაგზავნა დაავალა. იაცენიუკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებები ყირიმთან დაკავშირებით დოკუმენტურ ფილმში „ყირიმი – გზა სახლისკენ“ უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის აღიარებას ნიშნავს. უკრიანის პრემიერ- მინისტრი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სასამართლო ექსპერტიზის კიევის ინსტიტუტის დასკვნას ეფუძნება.