მიხეილ სააკაშვილი: 21 მარტის აქცია ქვეყნის გადარჩენისა და სწორ გზაზე დაბრუნებისთვის ბრძოლაა

მიხეილ სააკაშვილმა მარტის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დემონსტრაცია პარტიულ მიზნებს არ ემსახურება. მისი მთავარი მიზეზი საქართველოსთვის უკეთესი მომავლის შექმნა და სწორ გზაზე დაბრუნებაა.
“ეს არ არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” აქცია. დღეს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა ვხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. თუ ჩვენ გვსურს, რომ სამუშაო ადგილების დაკარგვა არ იყოს შეუქცევადი, თუ გვსურს, რომ ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციის შელახვა და პირდაპირ რომ ვთქვათ “გაბანძება” არ იყოს შეუქცევადი, თუ გვსურს, რომ კორუფცია, ნეპოტიზმი, დანაშაულის ახალი ტალღა, რომელიც არსებობს, არ იყოს შეუქცევადი, საჭიროა, რომ ხალხმა კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანად გამოხატოს ეს აზრი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასე ხდება. ჩვენ ახლა გვყავს მთავრობა, რომელიც ოლიგარქს უყურებს ქვემოდან ზემოთ და თავის ხალხს ზემოდან ქვემოთ. ხალხმა ასეთ მთავრობას უნდა მიუთითოს თავისი ადგილი. მთავრობა არის არა იმისთვის, რომ პრემიები გამოიწეროს, არამედ იმისთვის, რომ რთულ პერიოდში დაიცვას ქვეყანა და ემსახუროს ხალხს. ძალიან მარტივია. ამიტომ, ეს აქცია არის ბევრად მეტი, ვიდრე პოლიტიკურ ინტერესებზე აგებული აქცია. ეს არ არის საარჩევნო აქცია, ეს არის ქვეყნის გადარჩენისა და სწორ გზაზე დაბრუნებისთვის ბრძოლა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები