მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან თურქეთის მ.ტ. შემოვიდა, რომლის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი “VegaDOL”-ს 45 აბი აღმოჩნდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი “LYRICA” აღმოჩნდა იმავე დღეს ,,სარფის“ ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ლ.ჯ.-ის ავტოსატრანსპორტო საშუალებაშიც. მებაჟე ოფიცრებმა ავტომანქანაში 75 მგ-იანი 14 აბი და 150 მგ-იანი 63 აბი აღმოაჩინეს. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს გადაეცა.