19 მარტი
10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატები და უფლებადამცველები ლექსო კობაიძე და ნიკა მემანიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: 21 მარტის აქცია – ვინ და რა თანხას იხდის აქციაში მონაწილეობისთვის და რას სთავაზობენ უფლებადამცველები თანხის სანაცვლოდ აქციაში მონაწილეებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ეროვნული სივრცითი მონაცემების (NSDI) ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება. მისამართი: გორგასლის 24 ა საკონტაქტო პირი: ეკა ერგემლიძე 577 62 03 01
11:00
“პირველ პრესკლუბში” მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მედიკამენტების კანონპროექტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ზუგდიდში განვითარებული პროცესები, ნაციონალების აქცია რუსთაველზე, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხარჯები.
11:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-ცხინვალის ხელშეკრულება, მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უშიშროების საბჭოს და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თანამშრომლობისა და იტეგრაციის შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის; ნატოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა საქართველოში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგი და ექსპერტი ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რისკები და საფრთხეები რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ; ნატოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა; გაუჩინარებული ვლადიმერ პუტინი; მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მედიაჰოლდინგ „რეპორიტორის“ გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი და ჟურნალისტი ბექა სივსივაძე, 26 მაისთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: „ელემენტარული წესიერება და განათლებულობა პოლიტიკაში“.
12:30
“პირველ პრესკლუბში” საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-ცხინვალის ხელშეკრულება, მიმდინარე პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საქართველოს „მან-სან-კანის“ ხელმძღვანელი სოფო ბანძავა, „მან-სან-კანის“ წევრი ამიკო ჩოხარაძე და ლევან ჩიჩუა-TL ბრიფინგს გამართავენ. თემა: ქართველ „მან-სან-კანელთა“ წარმატებული დებიუტი უმაღლეს ლიგაში.
14:00
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის – „იმაგოლოგია: კულტურათა დიალოგის თავისებურებანი (პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურის მაგალითზე) – ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება. თემა: „პოსტკოლონიური ქართული ლიტერტურა იმაგოლოგიური პრობლემატიკის კონტექსტში“. მისამართი: პოლიტკოვსკაიას ქ. N9, მე-7 სართული, აზერბაიჯანის მეგობრობის კაბინეტი
14:00
საბურთალოზე, ცინცაძის #37-ში მდებარე სუპერმარკეტი „სმარტი“, ახალი საიმიჯო კამპანიისა და დასაქმების ინოვაციური პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
14:30
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდება. მისამართი: აკაკი წერეთლის #129
15:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, „შემოქმედებითი ევროპის“ პოლონეთის ოფისის ხელმძღვანელი მალგორზატა კიელკივიჩი ევროკავშირის პროგრამის “Creative Europe”-ის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
E1
20:00
სასტუმრო “შერატონ ბათუმში” “შუახევიჰესის” პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულების და საქართველოს მთავრობასთან მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება.