ტუნისში ტერორისტებმა 8 ადამიანი მოკლეს
7 ტურისტი და ერთი ტუნისის მოქალაქე დაიღუპა ტუნისის დედაქალაქში ტურისტებზე შეიარაღებული ადამიანების თავდასხმის შედეგად. ავტომატებით შეიარაღებული პირები მუზეუმში შეიჭრნენ და იქ მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. ადილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტებმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს. ტუნისელების დიდი ნაწილი ერაყში და სირიაში საბრძოლველად წავიდა. არსებობს საფრთხე, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ ტერორისტული აქტები მოაწყონ.