ჟენევაში მოლაპარაკების 31-ე რაუნდი დაიწყო

ჟენევაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიის მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრა ჩაშლის საფრთხის წინაშე იდგა, მაგრამ საერთაშორისო თანათავმჯდომარეების განცხადების შემდეგ ქართულმა მხარემ მორიგ რაუნდზე მისვლა გადაწყვიტა. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თარიღები შესაძლოა, ერთმანეთს დაემთხვეს, თუმცა პროცესები გეგმის მიხედვით მიდის.
“ჩვენ ჩამოვედით სამუშაოდ და არა სამკითხაოდ. კარგად გვესმის, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება გამყარდეს და ხალხმა მშვიდად და უკეთ იცხოვროს”, – განაცხადა კარასინმა. ქართული მხარე მოსკოვში ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს და რუსეთს შორის ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერას აპროტესტებს, რომელიც, ჟენევის მოლაპარაკებების მსგავსად, დღეს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები