გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე იმსჯელებენ

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. კომისიის წევრები 2013 წელს განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე და ამ სოფლებში 2014 წლისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ იმსჯელებენ. დღევანდელ სხდომაზე კომისია „UNDP“-სგან მოისმენს ინფორმაციას „UNDP“-ის და „UNHCR“-ის მიერ ერთობლივი პროგრამის – „მოწყვლადი თემების შემოსავლების წყაროების ზრდის ხელიშეწყობა“ – ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და შემოსავლების წყაროების ზრდის კომპონენტების შესახებ. სხდომას კომისიის თანათავმჯდომარე დავით ნარმანია უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები