გუბაზ სანიკიძე: კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების პარტიულ საქმიანობაში არ ვერევით

„რესპუბლიკელების“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ეროვნული ფორუმის“ შესაძლო ერთობის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე არ ადასტურებს.
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, „ეროვნული ფორუმი“ კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს.
„ჩემი პარტიის ისტორიიდან გეტყვით, რომ „ეროვნული ფორუმის“ შექმნიდანვე, სხვადასხვა დროს ჭორების მრავალტომეული ვრცელდებოდა. „ეროვნული ფორუმი“ კოალიციის დატოვებას არ აპირებს. კოალიციის პოლიტსაბჭო ბოლო პერიოდში საკმაოდ ეფექტურად ამუშავდა, გაიზარდა შეხვედრების ინტენსივობაც. განსხვავებული მოსაზრებები კოალიციის შიგნით, რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კოალიციის დატოვებას ვაპირებთ. ჩვენ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების პარტიულ საქმიანობაში არ ვერევით და არც ისინი ერევიან „ეროვნული ფორუმის“ პარტიულ საქმეებში“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები