დავით უსუფაშვილი: გოგი თოფაძე ვერ დააბრკოლებს ნატოში ინტეგრაციის პროცესს

ბატონი გოგი თოფაძე არ არის და ვერ არის შემძლე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „მაესტროს ცხრიანში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის განცხადებას.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, დეპუტატ გოგი თოფაძეს არ შეუძლია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეფერხება.
„მინდა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ყველა მომხრე დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ბატონი გოგი თოფაძე არ არის და ვერ არის შემძლე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების.  გოგი თოფაძე იყო და არის ბევრი სხვა რამის შემძლე, სამეწარმეო საქმიანობაშიც და პოლიტიკაშიც, მაგრამ მისი პოზიცია არ არის და ვერ იქნება ამ მიმართულებით რაიმე პრობლემის და დაბრკოლების შექმნელი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება “ქართული ოცნების” პრიორიტეტი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები