მოქალაქე ქართული აქციზური მარკის გარეშე „ბელუგას“ და „პარლამენტს “ ასაღებდა (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ გივი ზანგურაშვილმა თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასამელი არაყი „ბელუგა“ და სიგარეტი „პარლამენტი“. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები