ლადო სადღობელაშვილი: კუკავას ბოთლი ვესროლე მაგრამ ასცდა, სიგარეტი კი პირდაპირ შუბლში გავარტყი

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, პარტია „თავისუფალი საქართველოს” ლიდერს კახა კუკავას, ,,ნაციონალებთან” კავშირში სდებს ბრალს. ამის შესახებ  სადღობელაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს.
აღნიშნულით, კახა კუკავას ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სადღობელაშვილი აგენტია, რომელიც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.
,,ალბათ, ის აღარ ახსოვს, რომ სიგარეტი ვესროლე შუბლში და კიდევ მეტს იმსახურებდა. ,,კოკა-კოლას” ბოთლიც ვესროლე, მაგრამ სამწუხაროდ ასცდა. სიგარეტი კი შუბლში – პირდაპირ თვალებს შორის მოხვდა. მე აგენტი როგორ უნდა ვიყო – აგენტი არის როცა სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობ. ჩემი ქვეყნის აგენტი როგორ უნდა ვიყო. კუკავა იურისტი კი არის, მაგრამ როგორც ჩანს უვიცია“,- აცხადებს სადღობელაშვილი.
,,თავისუფალი თაობის“ ლიდერის თქმით, ის რომ სპეცსამსახურებთან მართლა თანამშრომლობდეს, პატრული ამდენჯერ არ დააკავებდა და ოპონენტებს არც მის თავს აცემინებდნენ.
,,პოლიციასთანაც რომ ვთანამშრომლობდე, არც პატრული დამიჭერდა გუშინ და ჩემს თავს ,,ზონელებს” არ აცემინებდა, არც ამდენი ჯარიმები მექნებოდა და არც ,,კაპეზეზე” გათენებული ღამეები. თავის თავზე ილაპარაკოს კუკავამ. ეგ არის ,,ნაციონალების” გოშია. იღებს ფულს მათგან, რომ მათთვის სასიამოვნო აქცია გამართოს. პირადად მაქვს ნანახი ფოტოები, რომელიც ბოკერიასთან აქვს გადაღებული. პირველად ,,ნაციონალების” სიით შევიდა პარლამენტში, იქამდე კი მოსმენების უფროსი იყო”, – აღნიშნავს ლადო სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები