ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული “2030”-ის პირველი გადაცემა ეთერში 15 მარტს გავა

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული სატელევიზიო პროექტ „2030“-ის პირველი გადაცემა ეთერში კვირას, 15 მარტს გავა.
გადაცემა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში 20:30 საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია წაიყვანს.
როგორც მან “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, პროექტი ეთერში ყოველ სამუშაო დღეს გავა და მას ჟურნალისტი მაკა ცინცაძე გაუძღვება, კვირა დღეს კი შემაჯამებელ გადაცემას თავად წაიყვანს.
„ინფო 9“-სთან საუბრისას პროექტის პროდიუსერი, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ პირველი გადაცემის სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იქნება.
მაღლაფერიძე გადაცემის თემასა და სტუმრების ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ გადაცემას თავისი ფორმატიდან გამომდინარე, წამყვანის გარდა, კიდევ სამი სტუმარი ეყოლება.
„20/30“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის და საინფორმაციო-ანალიტიკური ხასიათის პროექტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები