სამი დღე “ბეტონზე” ვიწექი და ბედუკაძემ გადამარჩინა – რას ყვება ყოფილი პატიმარი

მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა “სახალხო კრების“ გამოსვლებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს, ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლადო ბედუკაძემ გადაარჩინა.
“სახალხო კრების“ ყოფილმა წევრმა “ტელეკომპანია“ იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ბედუკაძის მიერ მისთვის აღმოჩენილ დახმარება მას შემდეგ გაიხსენა, რაც “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ლადო ბედუკაძე უარყოფითად მოიხსენია.
“მე ვარ ცოცხალი ფაქტი, რომელმაც ტანჯვა – წამება საკუთარ თავზე და ოჯახზე გადავიტანე. “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა სრულიად უდანაშაულოდ დამიჭირეს. წელიწადი და რვა თვე ვიჯექი საპატიმროში, წელიწადნახევარი ე.წ. კრიტში გამატარებინეს. დამიჭირეს მხოლოდ იმის გამო, რომ “სახალხო კრებასთან “ერთად გამოვხატე პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რასაც “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ახორციელებდა.
უშუალოდ მერაბიშვილის და მისი მოადგილის გია ლორთქიფანიძის დავალებით 2 დღის განამვლობაში დამდევდა ვინმე ლევან ომარაშვილი, რომელიც მეუბნებოდა, რომ დამეტოვებინა “სახალხო კრება“, ჩემი მეუღლეც გაათავისუფლეს სამსახურიდან. როცა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შემიფარდეს და დაწესებულებაში გადამიყვანეს სრული სამი დღე “ბეტონზე“ ვიწექი. ბედუკაძე, რომელიც საერთოდ არ მიცნობდა, მოვიდა შევეცოდე და ქურთუკი და სვიტერი მომიტანა, ეს დამოკიდებულება მხოლოდ ჩემ მიმართ არ გამოუმჟღავნებია იქ კიდევ ბევრი თავისუფლებააღკვეთილი იყო და იმათაც ეხმარებოდა“, – განაცხადა მამაკაცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები