ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში – “ოცნებიდან” გარიცხული ფუტკარაძე ვიცე-სპიკერად აირჩიეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. “ქართული ოცნებიდან” გარიცხული ჯემალ ფუტკარაძე რამდენიმე წუთის წინ გამართულ კენჭისყრაზე უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად აირჩიეს. დამოუკიდებელ დეპუტატს 8 კოლეგამ მისცა ხმა, თუმცა ჩატარებულ კენჭისყრას არ აღიარებს და უკანონოდ აცხადებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთო ბერიძე, რომელმაც დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა მის მწვავე გამოსვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ქართული ოცნების დეპუტაციის ბოიკოტის ფონზე ჩატარებული სხდომა-უსაბჭოს უმრავლესობაში მყოფი ოპოზიცია მომდევნო გეგმად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის-ავთო ბერიძის გადაყენებას აანონსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები