აჭარაში სკოლის დირექტორი და მასწავლებელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ქობულეთის რაიონის, აჭყვისთავის საჯარო სკოლაში დირექტორი და ისტორიის მასწავლებელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ქალბატონებს შორის დაპირისპირება სკოლაში ჩატარებულ გამოცდებს უკავშირდება. სკოლის დირექტორის შორენა მენაღარიშვილის თქმით, ისტორიის მასწავლებელი იმის გამო გაღიზიანდა, რომ გამოცდაზე მისი შვილი ჩაიჭრა.
“დაპირისპირება დაიწყო იმით, რომ ის ჯერ საყელოში, შემდეგ კი თმებში მწვდა. ამ ფაქტს შეესწრნენ მასწავლებლები“,-აცხადებს სკოლის დირექტორი. ისტორიის პედაგოგი ხათუნა მენაბდე სიტყვიერ დაპირისპირებას ადასტურებს, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. მენაბდის თქმით, დირექტორთან შელაპარაკება გამოცდების პასუხების შემდეგ მისი მხრიდან წამოსულ ირონიას და გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეების დაცინვას მოჰყვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სკოლის რამდენიმე პედაგოგი სამართალდამცავებმა უკვე დაჰკითხეს.

წყარო: TV25

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები