გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში გარდაცვლილი კურსანტების ხსოვნას პატივი მიაგო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქაშუეთის ტაძარში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის ორი ქართველი კურსანტის, რიგითების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო. სამოქალაქო პანაშვიდზე, ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრბს მიუსამძიმრა. “მძიმეა, როდესაც ახალგაზრდა მიდის ამ ცხოვრებიდან. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც განგებას ჩვენგან მიჰყავს ადამიანი, ვისაც შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და მის მომავალში. ჩვენ მათ ვგლოვობთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მთელ საქართველოსთან ერთად”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი სამოქლაქო პანაშვიდზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან, მრჩეველებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად იმყოფებოდა.

10421193_409162302585382_5995283964970161841_n

11027521_409162162585396_5403921051526790463_n

11042994_409162425918703_3931770000959484650_n

11046179_409162299252049_7149136201589605779_n

11066776_409162305918715_4442375782546592003_n

11069427_409162159252063_8809026383237314358_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები