“ეკლესიაში განხეთქილებაა” – რა შუაშია პატრიარქი?

სასულიერო პირებსა და ეკლესიაში დაპირისპირებაზე დეკანოზი ელიზბარ დიაკონიძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს. როგორც დეკანოზი გამოცემასთან აღნიშნავს, კონფლიქტის მეტად გაღვივებას მხოლოდ პატრიარქის, ილია მეორის ფაქტორი უშლის ხელს.
“ეკლესიაში განხეთქილება არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ გულმოდგინედ იმალება, რადგან მისი უწმინდესობა ცოცხალი გახლავთ. დღეს ეკლესიაში ოდნავ ჩახედული ადამიანი რომ გულით ლოცულობს, ღმერთო, დიდხანს გვიცოცხლე პატრიარქიო, ეს იმიტომ, რომ ესმის, რა მოხდება მერე, დაჭამენ ერთმანეთს მიტროპოლიტები, ეპისკოპოსები და ა.შ. ეგრეთ წოდებული „გენერალიტეტი“. აქ მეორე მიზეზიც არის, რატომ ვერ ქადაგებს მისი უწმინდესობა? ამ გენერალიტეტს არ ჰყოფნის იმ სამიდან, რასაც ქვია „ენა, მამული სარწმუნოებიდან“ არც ერთი. ჩამქრალი პატრუქის გამოსხივება გინახავთ? ჭრაქი ჩამქრალია, არაფერს ასხივებს და აი, ასე ვართ ახლა. აი, ეს არის დღევანდელი ეკლესია“, – აცხადებს დიაკონიძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები