112 ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ახალ სერვისს იწყებს

112 ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის ახალ სერვისს იწყებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 112-ის SMS-ი და ვიდეოზარის ახალი უფასო სერვისი ხელმისაწვდომი იქნება 27 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის! სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. 27 მარტიდან სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებგვერდზე: www.112.ge, ან 112-ში სატელეფონო ზარის განხორციელებით. სარეგისტრაციო მონაცემები დაცულია ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს.
გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება გადაეცემა: სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციას და სახანძრო/სამაშველო სამსახურს ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები