რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ში დაღუპულ ქართველ კურსანტებს პატივი მიაგო

საქართველოში აშშ-ის ამჟამინდელმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ში ავტოავარიის შედეგად დაღუპულ ქართველ კურსანტებს სოსო მაკარიძესა და ბესარიონ გორჯოლაძეს პატივი მიაგო და დაღუპულების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ქართველი კურსანტების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში ამ წუთებშიც გრძელდება. დღის ბოლოს მათ საკუთარ სახლებში გადაასვენებენ.
” ქართველი ერისთვის ეს ტრაგედიაა. მან ორი პატრიოტი დაკარგა. ოჯახები, ბუნებრივია, განადგურებულია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მათ ტკივილი შევუმსუბუქოთ და ამიტომაც დღეს მათთან ერთად ვართ”, – განაცხადა ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები