საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში დაღუპულ ქართველ კურსანტებს პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქაშუეთის ტაძარში, აშშ-ში დაღუპულ საზღვაო აკადემიის ორი ქართველ კურსანტს, რიგითებს: სოსო მაკარიძესა და ბესარიონ გორჯოლაძეს პატივი მიაგო. სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებშიც მიმიდნარეობს.
“მძიმეა, როდესაც ახალგაზრდა მიდის ამ ცხოვრებიდან. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც განგებას ჩვენგან მიჰყავს ადამიანი, ვისაც შეეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი ეთამაშა ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და მის მომავალში. ჩვენ ვგლოვობთ მათი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მთელ საქართველოსთან ერთად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.