საქართველოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბულგარეთის სასჯელთა აღსრულების დირექტორატის ხელმძღვანელთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა ბულგარეთის სასჯელთა აღსრულების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელთან როსენ ჟელიაზკოვთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნულ შეხვედრას ბულგარეთის მხრიდან ბულგარეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პლამენ ბონჩევი დაესწრო.
„ჩვენი პრობაციის სააგენტო ლიდერია რეგიონში. გვაქვს შემოთავაზებები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომ მათაც გავუზიაროთ გამოცდილება და სისტემის გამართვაში დავეხმაროთ, თუმცა ეს არაა საკმარისი. ჩვენ ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე და ასეთი სახის თანამშრომლობაა სწორედ პროგრესის საწინდარი“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს შორის მოხდება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, როგორც აღრიცხვაზე მყოფ ბენეფიციართა ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე მათი რესოციალიზაციის პროგრამების განვითარების კუთხით. მხარეების მიერ პრიორიტეტულ საკითხად არის მიჩნეული სემინარების, სასწავლო ვიზიტების, სტაჟირების ერთობლივი ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები