გიორგი ქადაგიძე „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეში კონკრეტული ფაქტებით ამხილეს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადოკატები“ საქართველოს პროკურატურას მიმართავს და სს „ინტელექტბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაჩქარებას, ბანკის გაკოტრებისა და კანონიერი მფლობელებისთვის წართმევის საქმეში ბრალეული პირების დასჯას სთხოვს, – ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საკუთრების დათმობის საქმეში საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. კაიკაციშვილის განმარტებით, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სწორედ გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ დროებით ადმინისტრაციას, რომელიც სს „ინტელექტბანკში“ შეიჭრა, განახორციელა ბანკისთვის საზიანო და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები და სს „ინტელექტბანკი“ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად სს „საქართველოს ბანკს“ მიყიდა.
„სს „ინეტელექტბანკის“ მიმართ იკვეთება გიორგი ქადაგიძის ბრალეულობა, ვინაიდან ეროვნული ბანკი ყველა საშუალებით ცდილობდა სს „ინტელექტბანკის“ მიმართ გაეტარებინა ისეთი ღონისძიებები, რაც ზიანს მიაყენებდა ბანკს. 2006 წლის 10 თებერვალს სს „ინტელექტბანკში“ შევიდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რაზმთან ერთად. დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვენელობდა ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. კანონით, ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დამდგარიყო, როდესაც იარსებებდა აუცილებელი გადაუდებლობდა მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ყველა დოკუმენტი ამტკიცებს, რომ სს „ინტელექტბანკში“ სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება არ არსებობდა. გიორგი ქადაგიძემ ყველა გადაწყვეტილება ბანკის გაკოტრების მიმართულებით მიიღო. მათ შორის დადასტურებული ფაქტია, როდესაც დროებითმა ადმინისტრაციამ, ბანკში შესვლისთანავე, შეცვალა ბანკის დაცვა, ორი დღე-ღამის განმავლობაში, ბანკის თანამშრომლები ჩაკეტილი ჰყავდათ ბანკის შენობაში და არ აძლევდნენ ბანკიდან გასვლის საშუალებას, ასევე ზეწოლით, პირადი ხასიათის მუქარით და შანტაჟის გამოყენებით თანამშრომლებს აიძულებდნენ ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემასა და ხელის მოწერას დროებითი ადმინისტრაციის მიერ შედგენილ და მათთვისვე სასურველ სხვადასხვა დოკუმენტზე“,- განაცხდა არჩილ კაიკაციშვილმა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სს „ინტელექტბანკის“ საქმის შესწავლისას ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებსაც, რომ სწორედ დროებითმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა ოფიციალურად სს „ინტელექტბანკის“ გაყიდვის შესახებ, რომელიც სიმბოლურ ფასად – 1 ლარად „საქართველოს ბანკს“ გადაეცა. „საქმეში, ასევე იკვეთება სს „საქართველოს ბანკის“ იმდროინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ გურგენიძის ბრალეულობაც, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს, რომ მხარეებს შორის არსებული გარიგებები წინასწარი შეთანხმებებით მომზადდა. მაგალითად, სს „ინტელექტბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის შესვლის მომდევნო დღესვე, დილიდანვე, სს „ინტელექტბანკში“ გამოცხადდა სს „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები და დაიწყეს ბანკში ყველა სახის უფლებამოსილების განხორციელება, დაიქვემდებარეს თანამშრომლები და დაავალეს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება. ჩამოხსნეს „ინტელქტბანკის“ აბრები, დაიბარეს მეანაბრეები, დეპოზიტარები, მსესხებლები და დაიწყეს სს „ინტელექტბანკში“ არსებული საბანკო ანგარიშებიდან სს „საქართველოს ბანკში“ ახლადგახსნილ ანგარიშებზე ფულადი სახსრების გადატანა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ სს „საქართველოს ბანკი“ სს “ინტელექტბანკის“ დროებითი ადმინისტრაციის თანხმობით ოფიციალურად შეიერთებდა მას, რაც საბანკო სფეროში არსბეული ყველა წესის, მოქმედი კანონმდებლობის ღია დარღვევაა“,- აღნიშნა კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პროკურატურისგან საქართველოს ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის სამართლებრივი აპსუხისმგებლობის საკითხის დასმასაც მოითხოვს, ვინაიდან სებ-მა არ განახორციელა სს „ინტელექტბანკის“ დაცვა და დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის კონტროლი, ბანკის გაკოტრებას და გასხვისებას ხელი შეუწყო.
„ინტელექტბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აქციონერმა და ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ნუგზარ ჯაყელმა ხუნდაძემ დახმარებისთვის პროკურატურას მიმართა და იმედი გამოთქვა რომ საქმეს პროკურატურაში არსებული ახალი დეპარტამენტი შეისწავლის. „ინტელექტბანკის“ კიდევ ერთმა დამფუძნებელმა და აქციონერმა ვლადიმერ ჭანიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ბანკის“ „ინტელექტბანკის“ ინტერესზე ისაუბრა. მისი თქმით, ლადო გურგენიძეს დავალება ჰქონდა მიცემული რომ ბანკი გაემსხვილებინა და მათი აქციები ლონდონის ბირჟაზე გაეტანა. ბუნებრივ პირობებში ამის გაკეთება ჭანიშვილის განცხადებით შეუძლებელი იყო .