პატიმრის, რომელმაც ხელები მაგიდაზე მიიჭედა, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ოთარ აფრიდონიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც “კვირას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აფრიდონიძე 5 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით შიმშილობდა. მათივე ცნობით, პატიმარს ხელში მავთული ჰქონდა გაყრილი. პატიმრის დედა ირმა აფრიდონიძე აცხადებს, რომ მისი შვილი პროტესტს სამართალდამცველების მიმართ გამოხატავს. კერძოდ, პატიმარი მიიჩნევს, რომ მას თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს. ირმა აფრიდონიძის თქმითვე, მის შვილმა პროტესტის ნიშნად ხელები მაგიდაზე მიიჭედა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები