მერიასთან დაპირისპირება მოხდა – ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო
თბილისის მერიასთან იპოთეკით დაზარალებულების აქციაზე აქციის მონაწილეებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი შეუძლოდ გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. იპოთეკით დაზარალებულები თბილისის მერიაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მერიის უსაფრთხოების სამსახური და ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ, თუმცა დაცვის სამსახურის თანამშრომლები ამბობენ, რომ სპეციალური სიის გარეშე შეხვედრაზე ვერავის შეუშვებენ. იპოთეკით დაზარალებულები ითხოვენ, რომ უბინაოდ დარჩენილი 6000-მდე მოქალაქე მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობებში შეასახლონ.