ქუთაისის ციხეში პატიმარმა ხელები მაგიდაზე დაიჭედა
ქუთაისის საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარმა შიმშილობა დაიწყო და ხელები მაგიდაზე დაიჭედა. როგორც მედიასთან პატიმარ ოთარ აფრიდონიძის დედა აცხადებს, ის პროტესტის ამ ფორმით სამართალდამცველების მიერ უკანონო დაკავებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
„ჩემი შვილი გასული წლის 19 ნოემბერს სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს და გაუხსნელი საქმეების საკუთარ თავზე აღება სთხოვეს. საშინელ მდგომარეობაშია. შიმშილობისგან დასნეულებულია და მეშინია, არ გარდაიცვალოს. მივმართავ სასამართლოს, გამოიტანოს ობიექტური განაჩენი“, – აცხადებს პატიმრის დედა ირმა აფრიდონიძე.