დღეს ქაშუეთის ტაძარში აშშ-ში დაღუპული კურსანტების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გოჩა რატიანის განცხადებით, დღეს 14.00 საათზე, ქაშუეთის ტაძარში აშშ-ში დაღუპული კურსანტების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
“ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა თავდაცვის სამინისტროს სახელით. ჩვენ სახალისო დახვედრისთვის ვემზადებოდით, მაგრამ მოხდა ეს ტრაგედია. ჩვენ მივაგებთ პატივს ამ ბიჭებს ისე, როგორც ქართველი ჯარისკაცი იმსახურებს”, – განაცხადა გოჩა რატიანმა.
სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპნენ. ორივე მათგანი საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ირიცხებოდა და, ამავდროულად, აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები