ქვემო ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა

ქვემო ქართლის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის რეგიონში მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ხე-ტყის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობის, უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. მარნეულისა და სიონის ტყის ფონდის ტერიტორიაზე მუხის, რცხილისა და წიფლის ჯიშის ხე-მცენარე უკნანონოდ გაიჩეხა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები