ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: სავალუტო რეზერვების ხარჯვა ყოვლად არასწორი, მიუღებელი და დანაშაულებრივი ქმედებაა

სავალუტო რეზერვების ხარჯვა ყოვლად არასწორი, მიუღებელი და დანაშაულებრივი ქმედებაა,- ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, სავალუტო რეზერვი არის ის თანხა, რომელიც ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა ქვეყანაში. “წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო სავალუტო შემოდინებებმა შემცირება, გამოსახული ექსპორტის, გზავნილების და, რიგ შემთხვევაში, ტურიზმის კლებაში. ამან გამოწვია ლარის კურსის გაუფასურება და მივიღეთ ის შედეგი, რისი მოწმეებიც გავხდით. ამ დროს პირველი მთავარი საკითხი, არის თუ არა გამოსავალი სავალუტო რეზერვების ხარჯვა?
მოგეხსენებათ, სავალუტო რეზერვი ის თანხაა, რომელიც არის ფინანსური სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში. სავალუტო რეზერვების აკუმულირება და სწორი მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ამ დროს სავალუტო რეზერვის ხარჯვა, ასე ვიტყოდი, ყოვლად არასწორი, მიუღებელი, დანაშაულებრივი ქმედებაა. ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არის არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპოდუქციული”, -განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა ეროვნული ბანკის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ თითქოს უწყებას აქვს 900 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვი და არ გამოაქვს ეს თანხა. ქადაგიძის თქმით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2009-2010 წლებში რეზერვების ხარჯვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ პერიოდში მთავრობას ქვეყანაში 4,5 მილიარდი დონორთა კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა გრანტისა და სესხის სახით შემოჰქონდა. ქადაგიძემ სწორედ ამ ფაქტორით ახსნა იმ წლებში რეზერვების ხარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები